მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა საჰაერო და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ზონა დაათვალიერეს

18/07/2017

თბილისში მიმდინარე რეგიონული შეხვედრის მონაწილე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციების დელეგაციები, მათ შორის: უკრაინის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვივნენ და აეროპორტის ტერიტორიაზე მოქმედი, კონტეინერების კონტროლის დანაყოფის მუშაობას ადგილზე გაეცნენ. სტუმრებმა ასევე უახლესი ინფრასტრუქტურით აღჭურვლი საჰაერო და სახმელეთო ტვირთების კონტროლის ზონა დაათვალიერეს. სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები თბილისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მიერ ორგანიზებული, რეგიონული შეხვედრის ფარგლებში ეწვივნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0