მსოფლიო ჩემპიონები ჭიდაობა სამბოში გაგა ბახტიძე და გოგა ვარდოსანიძე მშობლიურ ქალაქში – ზესტაფონში დაბრუნდნენ

17/10/2017

მსოფლიო ჩემპიონები ჭიდაობა სამბოში გაგა ბახტიძე და გოგა ვარდოსანიძე მშობლიურ ქალაქში დღეს დაბრუნდნენ. ჩემპიონატიდან დაბრუნებულ სპორტსმენებს ცენტრალურ მოედანზე მუნიციპალიტეტის გამგებელი, მწვრთნელები, გულშემატკივრები და რიგითი ზესტაფონელები დახვდნენ. ტარიელ თუთარაშვილმა გაგა ბახტიძეს და გოგა ვარდოსანიძეს მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა და თითოეული ზესტაფონელის სახელით მადლობა გადაუხადა. გაგა ბახტიძე და გოგა ვარდოსანიძე სერბეთში გამართულ ჭაბუკთა და ახალგაზრდათა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდნენ. მოჭიდავეება მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი მოიპოვეს და საქართველოში ოქროს მედლებით დაბრუნდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0