მუზეუმების დღე ხაშურში გაიმართა

19/05/2019

ხაშურის მუნიციპალიტეტში, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით, საზეიმო კონცერტი გაიმართა. პარალელურად, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ფერწერული ტილოების გამოფენა მოეწყო. მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, მერიის წარმომადგენლებთან ერთად, მუზეუმის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
“ჩემი ფავორიტი ექსპონატის” ფარგლებში, მუზეუმის თანამშრომლებმა თავიანთი საყვარელი ექსპონატები და საინტერესო ისტორიები წარმოადგინეს. მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ხაშურის მუნიციპალიტეტი, ტრადიციულად, ყოველ წელს უერთდება, რომლის მიზანი სამუზეუმო ცხოვრების პოპულარიზაციაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0