მუზეუმში ჯემალ ბუაძის ნახატების გამოფენა მოეწყო

20/04/2017

ზესტაფონში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში თვითნასწავლი მხატვრის, ჯემალ ბუაძის ნახატების გამოფენა მოეწყო. ექსპოზიციაზე 30 – ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი სხვადსხვა ჟანრში. გარდა იმისა, რომ ჯემალ ბუაძე ხატავს, წერს ლექსებს და ქმნის მუსიკალურ კომპოზიციებს. ის უკვე 80 წელს არის გადაცილებული. გამოფენას ბევრი სტუმარი ყავდა. თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრების სანახავად გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც მივიდა. გამოფენა მუზეუმების გაერთიანებამ დაგეგმა და ის მუნიციპალიტეტში მოღვაწე თვითშემოქმედი ადამიანების პოპულარიზაციას ემსახურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0