მუნიციპალიტეტების მერებთან გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი

04/07/2022

ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი დაიწყო.

„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე აღდგენისთვის“ პროექტი 4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 8 მუნიციპალიტეტში 4 ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება;
სოციალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესება;
მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების დანერგვა;
ადამიანის უფლებების დაცვა;

პროექტის გახსნით ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
პრეზენტაციის ბოლოს მუნიციპალიტეტების მერებთან გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, კენან ომაროვმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა CENN-თან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0