მუნიციპალიტეტის გამგეობამ ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა.
მერსედეს ბენცის მარკის ვენის ტიპის სატრანსპორტო საშუალების შეძენა გამარტივებული ელექტრონული ტენდერით 23 240 ლარად განხორციელდა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
დღეს აღნიშნული სატრანპორტო საშუალება მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ბაზაძემ და საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირის ხელმძღვანელმა გოგა გოგატიშვილმა დაათვალიერა.
მიკროავტობუსი სრულიად აკმაყოფილებს შშმ პირთა საჭიროებებს, ტრანსპორტის შიდა სივრცე 3 ეტლსა და 8 სავარძელს იტევს.
შეიძლება ითქვას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტის შეძენის ეს შემთხვევა მუნიციპალიტეტებში პირველი პრეცენდენტია. (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა).

Visited 184 times, 1 visit(s) today