მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

13/03/2017

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და გამგებლის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. დაბა ჩხოროწყუში სანიაღვრე არხების, ხოლო, სოფელ ნაკიანში სახიდე გადასასვლელის მოწყობა და გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს ,,მშენებელი“ და ინდ.მეწარმე ,,კახა ჩიქოვანი“ ასრულებენ. სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 93 061 ლარით ფინანსდება. დასაქმებულია 15–მდე ადგილობრივი მცხოვრები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0