მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელეს

22/07/2016

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყეკაფების, სოციალური და სანიტარული ჭრების, I ხარისხის მერქნით უზრუნველყოფის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა მურად ცინცაძემ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მიმდინარე საკითხები განიხილა.
მისი განმარტებით, მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფა სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. რეგიონების მასშტაბით, ტყეკაფების გამოყოფის, ტყეკაფამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაციისა და პროცესთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება.
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური მოსახლეობასთან შეხვედრებს მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან მომავალშიც განაგრძობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0