მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა დამტკიცდა

08/02/2017

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ხუთწლიან მუნიციპალურ გეგმასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე ნარჩენების მართვის მომსახურეობის ხარისხის ამაღლებასა და არსებული სისტემის დახვეწაზე იმსჯელეს. საქართველოს კანონის შესაბამისად „ნარჩენების მართვის კოდექსით“ გათვალისწინებული „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის მომზადების მიზნით“, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები – საქართველო“ – ს გარემოს დაცვის ექსპერტის, ტ.მ.დ. გარემოს დაცვის სფეროში – აკაკი ფანჩულიძის მიერ მომზადდა „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის მომზადების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის დეტალური სამუშაო გეგმა“ . შეიქმნა საკონსულტაციო ჯგუფი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე ხელმძღვანელობს. საკონსულტაციო ჯგუფმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის „მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა“ დაამტკიცა. დაბინძურებული გარემო საშიშია ჯანმრთელობისთვის, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას და დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას. პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, საკონსულტაციო ჯგუფები პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს განახორციელებენ. შესაბამის სამსახურებს კონსულტაციებს ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ექსპერტი – აკაკი ფანჩულიძე გაუწევს. პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები-საქართველო“, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოები (ADC).

Tweet about this on TwitterShare on Facebook0