სოფელ სპეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. მდინარე “კინთუა”-ზე აიგო სანიაღვრე ხიდ-ბოგირი (3 918 ლარი), მექანიზმით გაიწმინდა აღნიშნული მდინარის კალაპოტი (ხომასურიძეებისა და ტაბატაძეების უბანში);
აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან ჯამში დაფინანსდა 8 620 ლარით.
ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში ხომასურიძეების უბანში რკინა ბეტონის საფარით მოპირკეთდა 30 მეტრი სიგრძის გზა, რომელიც სარეზერვო ფონდიდან 3 918 ლარით დაფინანსდა.
გაკეთდა 12 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ხიდი (ტაბატაძეების უბანში). რაც ასევე სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა 4 800 ლარით;
ამავე პროექტის ფარგლებში, ბახიოთში ერაძეების უბანში სანიაღვრე ხიდ ბოგირი გაკეთდა. რისთვისაც სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 3 888 ლარი.