მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით თვითმმართველობების წარმოამდგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მუნიციპალური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმოამდგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის პროექტი განიხილეს, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია უძღვებოდა.
პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენების მართვის დაგეგმვისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობებოის გაძლიერებას ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სამუშაო შეხვედრას ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის, კომპანია „Enviroplan S.A.”-ს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და შესაბამისის სამსახურებების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Visited 134 times, 1 visit(s) today