მუხაესტატეში წყალმომარაგების პრობლემა მალე მოგვარდება

07/02/2018

მუხაესტატეში წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადებულია. სამუშაოების განსახორციელებლად 571 400 ლარია გათვალისწინებული. პროექტი შიდა ქსელის მოწყობას, აბონენტთა გამრიცხველიანობასა და არსებული რეზერვუარების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მუხაესტატეს მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა წლებია აწუხებს. წყალსადენის სისტემის შიდა ქსელი მოძველებულია და ხშირად ზიანდება მილები, წყალმომარაგების შეზღუდვას იწვევს. დღეს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე მუხაესტატეს ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც დაზიანებული მილების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. „წყალმომარაგების პროექტების განხორციელების დროს უნდა გამკაცრდეს კონტროლი. წყალსადენის სისტემის მოწყობის სამუშაოების დაწყების დღიდან ჩვენ თქვენთან ერთად უნდა ვაწარმოოთ ყოველდღიური მონიტორინგი, რათა სამუშაოები ხარისხიანად განხორციელდეს“ – აღნიშნა ქობულეთის მერმა მოსახლეობასთან საუბრისას. მუხაესტატეში წყალსადენის სისტემის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. გასულ წელს ცენტრალური მაგისტრალი მოეწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0