მუხრანში აგრარულ ბაზარში დასრულებული კეთილმოწყობის სამუშაოები მხარის რწმუნებულმა დაათვალიერა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანს განახლებული აგრარული ბაზარი აქვს. კეთილმოწყობითი სამუშაოები ადგილზე უკვე დასრულებულია,სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 284 596 ლარი შეადგინა. რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდა სავაჭრო დახლები, გაფართოვდა ტერიტორია.აგრარული ბაზარი მუშაობას ერთ კვირაში დაიწყებს მოვაჭრეებს და მომხმარებლებს ადგილზე თანამედროვე და კეთილმოწყობილი ტერიტორია დახვდებათ.
განახლებულ მუხრანის აგრარულ ბაზარში ერთდროულად ორიათასზე მეტი მოვაჭრის განთავსებაა შესაძლებელი.ტერიტორია თავისი ფართობით საშუალებას იძლევა პანდემიის პერიოდში დაცულ იქნას ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს. ახლად რეაბილიტირებული სავაჭრო ობიექტი სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის მხარეში შალვა კერესელიძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გია გიუტაშვილმა დაათვალიერეს.

Visited 118 times, 1 visit(s) today