მყარ ნარჩენებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13/03/2017

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ნუგზარ ცინცაძესთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც ბატონმა ნუგზარმა განაცხადა, შეხვედრის მიზანი მყარი ნარჩენების ხუთწლიანი გეგმის პროექტი გახლდათ. შეხვედრას ესწრებოდა ექსპერტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი აკაკი ფანჩულიძე და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ყველა იმ საჭირო საკითხის განხილვა მოხდა, რომელიც პროექტში სამომავლოდ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0