მშენებლობა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს

07/11/2017

ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიასა და ბაგრატიონისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე სკვერების მოწყობის სამუშაოები დღეს ხონის მუნიციპლიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ და გამგებლის პირველმა მოადგილემ გელა ჩოგოვაძემ დაათვალიერეს .
“მშენებლობა შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი პრობლემები არ არსებობს. ეს მიმდინარე წლის ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტებია , რომლებიც სწორედ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითა და მოთხოვნით დაიგეგმა . ვფიქრობ კარგი საქმე კეთდება. დასვენებისა და თავშეყრის ადგილების კეთილმოწყობა ჩვენს ქალაქში ცხოვრების პირობებისა გაუმჯობესებას ემსახურება” – განაცხადა ჯემალ მებუკემ.
სამუშაოებს შპს “მარდი +” ახორციელებს და ადგილობრივები ჰყავს დასაქმებული. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება და ქალაქ ხონს კიდევ ორი კეთილმოწყობილი სკვერი შეემატება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0