მცირე ბიზნესის შემოსავლები გაორმაგებულია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცირე ბიზნესის შემოსავლები გაორმაგებულია, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, ამ დროისთვის, უკვე დარეგისტრირებულია, დაახლოებით, 70 ათასი მცირე მეწარმე.

„მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან ანუ გასული წლის საშუალო კვარტალურ შემოსავალთან შედარებით, მცირე ბიზნესის ბრუნვა 2-ჯერ არის გაზრდილი, რაც დადებითი მოვლენაა. მეწარმეები რეგისტრირდებიან, გამოდიან ჩრდილიდან, რადგან 1%-იანი გადასახადი მათთვის ტვირთი არ არის. მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება. ჩვენ თავიდანვე აღვნიშნეთ, რომ რეფორმის დაწყების მიზანი არ იყო გადასახადების მობილიზება. ინიციატივა მიზნად ისახავდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, რადგან შემოსავლების დაფიქსირებით, მცირე მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ წვდომა საბანკო პროდუქტებზე. შესაბამისად, ყველა ის პრობლემა, რომელიც თითქოსდა ასოცირდება საბანკო რეგულაციებთან, ამ სახით პრაქტიკულად მოგვარებადია“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

Visited 147 times, 1 visit(s) today