მცხეთაში სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქალაქ მცხეთაში მრავალფუნქციური სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი გაიხსნა. კომპლექსი ორი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება, სადაც ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის განკუთვნილი საცურაო აუზები, სავარჯიშო და სპორტული დარბაზებია განთავსებული. ახლადგახსნილი კომპლექსი ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გამართონ და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და ზაქარია ქუცნაშვილი, ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს და ის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.

Visited 504 times, 1 visit(s) today