მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, კორპუსების მშენებლობა დაიწყო.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ლევან ზაუტაშვილმა ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც 2 რვასართულიანი კორპუსი აშენდება.
სოზარ სუბარი მცხეთაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა და მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
5 880 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ აწარმოებს.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება და ამით მცხეთაში დევნილთა განსახლების პრობლემა გადაიჭრება.