მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა სოფელი ნავაზის მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე მოსახლეობასთან კომუნიკაციას განაგრძობს. რამდენიმე დღის წინ მცხეთა-მთიანეთის მხარის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ადგილობრივი მოსახლეობისგან გამოთქმული სურვილის პასუხად გუბერნატორი სოფელ ნავაზს ესტუმრა. შალვა კერესელიძე შეხვდა ნავაზის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას, გაეცნო არსებულ ვითარებას, მოისმინა მიმდინარე საკითხები. შეხვედრაზე განიხილეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალური თემები, მათ შორის წყალმომარაგების და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის განცხადებით შეხვედრაზე რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოიკვეთა და ამ კუთხით მომავალში აქტიური მუშაობა იგეგმება. „ვიმუშავებთ ბევრს და შევეცდებით ჩვენი საქმიანობა მაქსიმალურად მოვარგოთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს“ – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

Visited 211 times, 1 visit(s) today