მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების სოფლების სივრცითი დაგეგმარების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო

24/11/2023

საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარის, ჯიღაურის, ჭოპორტისა და ახატანის მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის შემუშავების საპროექტო სამუშაოები ჩატარდება. სპეციალისტები დარგობრივ მიმართულებებს შეისწავლიან. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით კი, სივრცის განვითარების ხედვა, კონცეფცია და გეგმა ჩამოყალიბდება.
წინასაპროექტო სამუშაოების მიმდინარეობას სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი იოანე მენაბდე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, დავით ნოზაძესთან და მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად გაეცნო. პრეზენტაცია საპროექტო ჯგუფმა წარმოადგინა. მოსამზადებელი სამუშაოების განხილვის შემდეგ, იოანე მენაბდემ საპროექტო ჯგუფთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დასაგეგმარებელი არეალები დაათვალიერა. სივრცითი დაგეგმარება მუნიციპალიტეტების მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0