მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს სოფლებში მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მშენებლობა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს სოფლებში მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მშენებლობა – გზიდან ძველი ასფალტის აღება, მოშანდაკება და ასფალტის საფარის დაგება.
სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,გზამშენი 2“ (675 900 ლარის ხელშეკრულებით) ასრულებს, რომელმაც სამუშაოები უკვე განახორციელა ძველ ქანდაში, მუხრანში და ამჟამად ასფალტის საფარს ვაზიანში აგებს. ვაზიანის შემდეგ სამუშაოები მუხრანის დარჩენილი უბნის გზის მოასფალტებისთვის განახლდება. პროექტის ფარგლებში ყველგან 5 მეტრი სიგანის ასფალტის საფარი იგება, რომლის მშენებლობისთვის თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოიყო.
დასრულებულია ასევე, ციხისძირის ცენტრალური გზისა და წეროვანში ახლადაშენებულ საბავშვო ბაღისკენ, ასევე სამების ეკლესიისკენ მისასვლელი გზების მშენებლობა, რომლებიც მიმდინარე წელს ამავე კომპანიამ განახორციელა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მშენებლობის სამუშაოები წლის ბოლომდე გაგრძელდება. ნაწილი ტენდერზეა გატანილი, ნაწილის მშენებლობას კი გამარჯვებული კომპანიები უახლეს დღეებში დაიწყებენ.

Visited 268 times, 1 visit(s) today