მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს რეგიონული განვითარების 2018-2021 წლების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს რეგიონული განვითარების 2018-2021 წლების პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ევროინტეგრაციისა და რეფორმების ხელშეწყობის დეპარტამენტის მოადგილემ გორგი დიდიძემ, რეფორმებისა და სტრატეგიული პროგრამების სამმართველოს უფროსმა გიორგი კეჟერაშვილმა, ასევე ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის“ რეგიონული პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტმა ზაზა ჭელიძემ რეგიონული განვითარების 2018-21 წლების პროგრამაზე ისაუბრეს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტურიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ასევე რეგიონული უთანაბრობის შემცირებას.
დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის ძირითად მიზნებს და ამოცანებს, შესაბამის პრიორიტეტებს და ღონისძებებს 2018-21 წლების პერიოდში. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.

Visited 274 times, 1 visit(s) today