მწვანე კონცხზე პირსის რეაბილიტაცია დასრულდა

19/07/2016

მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის ფარგლებში, სასეირნო პირსი მოეწყო. პირსის სავალ ნაწილზე, 131,5 გრძ.მ-ზე, დაიგო 664 კვ.მ ხის ფაქტურის ბეტონი არმირებული საფარით. ასევე მოეწყო ლითონის მოაჯირები და 30 ერთეული გარე განათება.
სამუშაოები შპს „მონოლითი-2005-ის“ მიერ განხორციელდა.
ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის ბიუჯეტიდან 997 676 ლარი გამოიყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0