მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა

14/08/2017

მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამარ მეფის გამზირის № 5, 7, 9-ში მდებარე საერთო საცხოვრებელი სახლების ეზოში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების ფარგლებში, ძველი სექციები ახლით ჩანაცვლდა, განხორციელდა კალათბურთის ფარის მონტაჟი და ფეხბურთის კარის გამაგრება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0