„მწვანე მომხმარებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა

29/09/2017

ტექნოპარკში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით „მწვანე მომხმარებლის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან და საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად, „მწვანე“ მომხმარებლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. საქართველოსთვის, როგორც ეკოლოგიურ სტატუსზე ორიენტირებული ქვეყნისათვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მწვანე“ დაკვეთის შექმნა და „მწვანე“ მომხმარებლობის ხელშეწყობა, რაც ქვეყანაში ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0