ნაზარიშვილის კლინიკა საქველმოქმედო საქმიანობისთვის დაჯილდოვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი საქველმოქმედო საქმიანობისთვის სპეციალური სიგელით დააჯილდოვა. კლინიკის მედ პერსონალი მთელი წლის განმავლობაში იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ატარებდა. საქველმოქმედო აქციების მიზანს რეგიონში სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა და მისი ხარისხის გაუმჯობესება წარმოადგენს.

დიმიტრი ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ერთად კიდევ ერთ პროექტს, “ჯანსაღი იმერეთი” ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც კომპეტენტური მედ პერსონალი საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების ოჯახის ექიმებს ონლაინ კონსულტაციებს უტარებს.

Visited 973 times, 1 visit(s) today