ნათია თურნავამ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020“ გახსნა

28/01/2020

ნათია თურნავამ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „საქართველოს ენერგეტიკის კვირეული 2020“ (Energy Week Georgia 2020) გახსნა, რომელსაც მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან 300 დელეგატი ესწრება. მათ შორის არიან ისეთი ენერგეტიკული კომპანიები, როგორიცაა Total Eren (საფრანგეთი), Acciona Energia (ესპანეთი), NBT AS (ნორვეგია), Çalık Enerji (თურქეთი), Masdar (UAE), Scatec Solar (ნორვეგია), Grupo Cobra (ესპანეთი), GS E&C (კორეა) და სხვა. ნათია თურნავას განცხადებით, მასშტაბური რეფორმა, რომელსაც მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო ენერგეტიკის სექტორში ახორციელებს, მიზნად ისახავს საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი დაემსგავსოს ევროპულ ენერგობაზარს, გახდეს უფრო ღია, კონკურენტული, მომხმარებელი კი უფრო მეტად დაცული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0