ნათია თურნავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდა და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები განიხილა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, რომლებიც საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო გაჯანსაღებისა და ინვესტიციების მოცულობის გაზრდის მიზნით ხორციელდება. მან ყურადღევბა გაამახვილა ინტეგრირებული ნებართვებისა და ლიცენზიების კონცეფციაზე, რომელიც ბიზნესს შეუმცირებს ურთიერთობას სახელმწიფოსთან ნებართვების მიღების კუთხით და დაეხმარება, უფრო სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება ინვესტიციის განხორციელების მიმართულებით.

Visited 112 times, 1 visit(s) today