ნათია მეზვრიშვილი არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების – NDI-ის და OSCE/ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების – NDI-ის და OSCE/ODHIR-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არჩევნების დემოკრატიულ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობებისა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
შეხვედრის მონაწილეებმა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების თაობაზე ისაუბრეს, რომლებიც რაიმე ფორმით უკავშირდება არჩევნებს, ან/და სადაც დანაშაული დაკავშირებულია ამა თუ იმ პირის პოლიტიკურ საქმიანობასთან. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ საქმეებზე გამოძიების შედეგების შესახებ.
სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მნიშვნელობას, როგორც საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებისას, ასევე, კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების მიმდინარეობისას.

Visited 163 times, 1 visit(s) today