ნათია მეზვრიშვილი, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელს შეხვდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი, ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსს რიჩარდ ტიბელსს შეხვდა. შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდიანრე რეფორმები და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა განიხილეს. რიჩარდ ტიბელსმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობა დადებითად შეაფასა. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის აქტუალური საკითხები.

Visited 231 times, 1 visit(s) today