ნარკოპოლიტიკის კანონმდებლობასთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები გაიმართა

22/01/2018

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად, ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის საკითხები წარმოადგენდა.
შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე ესწრებოდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, რეფორმასთან დაკავშირებით, აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის კონსულტაციები დაწყებულია. ნარკოპოლიტიკის საკითხებზე სამუშაო შეხვედრები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამედიცინო და აკადემიურ წრეებთან, ასევე დაინტერესებულ მხარეებთანაც გაიმართება.
აღინიშნა, რომ რეფორმის მომზადების პროცესში მათი ჩართულობა პრევენციის, მკურნალობის, რეაბილიტაციის და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მხრივ აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0