ნარუჯა – ლაითურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

05/09/2020

ნარუჯა – ლაითურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები ახალი გზით ისარგებლებენ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2 სოფლის დამაკავშირებელი 7 კმ-იანი გზის მონაკვეთზე რეაბილიტაცია უკვე დაასრულა. აღნიშნულ გზაზე, გზის დაზიანების შედეგად, გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოში შესასვლელები. სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 4 მილიონ ლარამდეა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0