ნატბევის ტყეში აღმოჩენილი აბანო დიაბეტს კურნავს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შუახევშის სოფელ ბუთურაულში, ნატბევის ტყეში ადგილობრივებმა რამდენიმე თვის წინ წყარო აღმოაჩინეს, რომელიც მოსახლეობის თქმით სამკურნალოა და დიაბეტს კურნავს. რამდენად დაინტერესდება ინვესტორი ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგრამ აბანოს ასავსებად სოფელში არამარტო ადგილობრივები, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა და ტურისტები სამკურნალო წყლის მისაღებად საათობით,ზოგჯერ კი რამოდენიმე დღე რიგში დგანან. მუნიციპალიტეტის გამგებელის ტარიელ ებრალიძე განმარტებით სამკურნალო წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა: – ,,მე დღეს პირველად ამოვედი ნატბევის ტყეში სამკურნალო წყლის სანახავად . მინდა გითხრათ, რომ უახლოეს დღეებში წყარო ლაბორატორიულად შემოწმდება და დაიდება დასკვნა, თუ რა სამკურნალო თვისებები გააჩნია აბანოს. გავაკეთებთ პროექტს ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რათა სამკურნალო წყალი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“.

Visited 588 times, 1 visit(s) today