ნატოს წარმომადგენელი „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დაჯილოვდა

28/09/2017

ნატოს წარმომადგენელი „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დაჯილოვდა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ზაზა ჩხაიძემ ნატოს საერთაშორისო-სამხედრო სამსახურის წარმომადგენელი მედლით „გენერალ კვინიტაძე“ დააჯილდოვა. ნატოს შტაბ-ბინის საერთაშორისო სამხედრო შტაბის თანამშრომლობითი უსაფრთხოების სამმართველოს აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების განყოფილებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართულებით მომუშავე შტაბის ოფიცერს, გერმანელ ვიცე-პოლკოვნიკ ბერნდ ფლოერს უწყებრივი მედალი საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) წარმომადგენლები და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0