ნატოს წარმომადგენლები ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოხატავენ

04/08/2017

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებისას სამხედრო მოსამსახურის, უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოხატეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და მისმა მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა. ნატოს ხელმძღვანელმა პირებმა ალიანსის სახელით სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს, თავდაცვის სამინისტროსა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს.
ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას იზიარებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი: „ჩვენ ვლოცულობთ ავღანეთში მყოფ 900-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის, რომლებიც დაღუპულ თანამებრძოლს გლოვობენ. საქართველოს, როგორც ყველაზე დიდი ნატოს არაწევრი კონტრიბუტორი ქვეყნის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მისიისთვის. ამ მძიმე წუთებში, მათ გვერდში დგომა ჩვენთვის დიდი პატივია“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0