ნატო საქართველოსთან თანამშრომლობას ვრცელ სიუჟეტს უძღვნის

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

იქნება ეს შეიარაღებული კონფლიქტი, კიბერ თუ ჰიბრიდული ომი, საქართველო და ნატო ერთობლივად მუშაობენ ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის, – ასეთი კომენტარი ახლავს ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობისადმი მიძღვნილ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

სიუჟეტში ნორიოს საველე ბანაკზე სამხედროების წვრთნებია ნაჩვენებია.

ნატო-ს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე იაშ ჰოლბრუქი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ქართველი სამხედროები საერთაშორისო კოალიციასთან ერთად მონაწილეობდნენ ერაყისა და ავღანეთის კამპანიებში.

“არსებობს ძალიან მკაფიო ერთგულება საქართველოს ნატო-სთან დაახლოებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე”, – აცხადებს ჰოლბრუქი და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით ნატო საქართველოს დახმარებას უწევს.

ვიდეოსიუჟეტის ავტორი აღნიშნავს, რომ ოკუპაციის ფონზე, უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და რეგიონში ვითარება არასტაბილურია.

თავის მხრივ, საქართველოს გენშტაბის უფროსის მოადგილე პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე ჟურნალისტთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება მოკავშირეების მხარდაჭერა თავდაცვითი ინსტრუმენტების უზრუნველყოფის გზით. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კი განმარტავს, რომ არსებითი პაკეტი ზუსტად ასახავს, თუ რა სჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ გახდეს ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან შესადარი ქვეყანა, მეტად მოწინავე საკუთარ თავდაცვით შესაძლებლობებში და უფრო დაუახლოვდეს ნატო-ს.

Visited 147 times, 1 visit(s) today