ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს

19/09/2017

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, დელეგაციის ხელმძღვანელის ირაკლი სესიაშვილის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ბერაიას შემადგენლობით, ასამბლეის დემოკრატიული მმართველობის ქვე -კომიტეტისა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების ქვე -კომიტეტის ერთობლივ ღონისძიებაში მონაწილეობს, რომელიც აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში და ქალაქ ქარლისელში, 18-22 სექტემბერს იმართება.
დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, დეპუტატები საერთაშირისო კვლევით ორგანიზაციებს და ექსპერტებს შეხვდებიან, რომლებიც ისეთ თემებზე მუშაობენ, როგორიცაა: აშშ-ის საგარეო პოლიტიკა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევები და ტრანსატლანტიკური ურთიერთობების გაღრმავება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0