ნაცატუსა და ოქტომბერში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

03/10/2017

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაცატუსა და ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი მიმდინარეობს ნაცატუში. რეაბილიტირდება 635 მეტრი სიგრძისა და 5 მეტრი სიგანის გზა. მოეწყობა ბეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 247 935 ლარია. ოქტომბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქტომბერის ცენტრიდან, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის, ახალკახათის გავლით, 520 მეტრი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 218 88 ლარია. პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0