„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ორი თანათავმჯდომარე – ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი ეყოლება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ორი თანათავმჯდომარე – ნიკა მელია და ზაზა ბიბილაშვილი ეყოლება.
ხვალ დაგეგმილ ყრილობაზე პარტიის პოლიტსაბჭო დაკომპლექტდება, რომლის თანათავმჯდომარეებს ყრილობა აირჩევს.
”ნაციონალური მოძრაობის” მეშვიდე ყრილობა ხვალ, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება. ყრილობის ძირითადი ნაწილი დაეთმობა პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას. ასევე მოხდება საორგანიზაციო კომისიის შეფასება, რომელსაც ცნობად მიიღებს ყრილობა. ყრილობაზე აირჩევენ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას და ასევე სხვა მმართველობით თანამდებობების პირებს.

Visited 180 times, 1 visit(s) today