„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აქვთ თავისი წილი დანაშაული იმ პროცესებში, რომელებიც ჩვენ გვახსოვს 2008 წელს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„ჩვენ გვახსოვს არაერთი განცხადება, თავის დროზე, მაშინდელი ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების. ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, რამენაირად შეეფუთათ საკუთარი წილი დანაშაული იმ მოვლენებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს. ალბათ, ეს განცხადებაც იყო ამის ერთ-ერთი გამოძახილი. მათ აქვთ თავისი წილი დანაშაული იმ პროცესებში, რომელიც ჩვენ გვახსოვს 2008 წელს და შესაბამისად, ასე უნდა შეფასდეს, ბუნებრივია, მათი წვლილი და როლი“, -აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მიერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ 2008 წლის ომი ოსმა სეპარატისტებმა დაიწყეს.

Visited 122 times, 1 visit(s) today