ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თავიდანვე დაისახა მიზნად მთავრობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია და, რა თქმა უნდა, ეს პროცესებიც არის მთავრობის ოპტიმიზაციის გეგმის შემადგენელი ნაწილი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს ყველაზე უკეთ მოემსახურება.

„უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი სტრუქტურა, როგორიც არის სწორი და რომელიც ყველაზე უკეთ მოემსახურება სახელმწიფო ინტერესებს. აქედან გამომდინარე, მუშაობა უნდა გაგრძელდეს ამ საკითხზე და ჩვენი მხრიდან რაც იქნება მხარდაჭერა საჭირო, პარლამენტი ამას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

Visited 90 times, 1 visit(s) today