ნიაბის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

20/05/2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ნიაბის საირიგაციო სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებულია მაგისტრალური არხის სრული რეაბილიტაცია საერთო სიგრძით 14 კილომეტრი და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, კასპის მუნიციპალიტეტის 6 სოფლის მოსახლეობას აღუდგება საირიგაციო მომსახურება 500 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე. 2012 წლიდან შიდა ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 44 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 19 690 ჰექტრამდეა გაზრდილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0