ნიგოითისა და ლესის ადმინისტრაციულ ერთეულებში ცივი შესხურებით საყანე ფართობების შეწამვლა დაიწყო

17/08/2017

ნიგოითისა და ლესის ადმინისტრაციულ ერთეულებში ცივი შესხურებით საყანე ფართობების შეწამვლა დაიწყო. ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და გამგებლის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
„-ძალიან მძიმე სიტუაციაა, მავნებელი მასიურად აზიანებს ფართობებს. გმადლობთ, რომ ჩვენს გვერდით ხართ და გესმით მოსახლეობის გასაჭირი.“_აცხადებენ ადგილობრივები.
სამუშაოები მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ჩატარდება. საყანე ფართობები ცივი შესხურებით შეიწამლება, ხოლო დასახლებული პუნქტები თერმული ნისლით დამუშავდება. ადგილობრივი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საჭიროა ტექნიკის დამატება, რათა მავნებელთან ბრძოლამ ეფექტური შედეგი გამოიღოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0