ნიდერლანდების წამყვანი ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

19/10/2017

ნიდერლანდების წამყვანი ტურისტული კომპანიები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ჰოლანდიელი ტუროპერატორებისათვის ინფოტური გაიმართა. ევროპული 9 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლებმა ყვარელი, სიღნაღი, მცხეთა და თბილისი დაათვალიერეს. კახეთში სტუმრობისას ტუროპერატორები მეღვინეობის ტრადიციებს გაეცნენ. თბილისში ნიდერლანდების ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ერთობლივი ტურისტული პაკეტების შექმნის შესახებ იმსჯელეს. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სტუმრებისთვის საქართველოს შესახებ პრეზენტაცია მოაწყო. სტატისტიკური მონაცემებით 2017 წლის 9 თვეში საქართველოს ნიდერლანდებიდან 36%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0