ნიკოლოზ თოფურიძემ ნებოძირში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მონიტორინგი განახორციელა

01/09/2017

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ, გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროს, თემური თაბუკაშვილთან ერთად სოფელ ნებოძირში საგზაო ინფრასტრუქტუყრის მშენებლობის მონიტორინგი განახორციელა.
ნებოძირი ხარაგაულიდან 19 კმ-ში, მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარეობს. 2014 წლის აღწერით სოფელში 324 ადამიანი ცხოვრობს.
ამჟამად სოფელ ნებოძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ბეტონის საფარი გზის 800 მეტრიან მონაკვეთზე დაიგება, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან 159 970 ლარით დაფინანსდა.
გზის რეაბილიტაციის პროცესი ნებოძირში სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0