ნიკოლოზ თოფურიძემ სოფელ საბეში ახალდასრულებული საავტომობილო ხიდი მოინახულა

11/09/2017

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის, ასევე, სარგვეშის ადმინისტარციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ საბეში, ახალდასრულებული საავტომობილო ხიდი მოინახულა.
სოფელ საბეში ხიდის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 18 162 ლარით დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „ბორჯი“ ასრულებდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0