ნიკოლოზ თოფურიძემ სოფელ წიფაში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნა

04/05/2017

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ თოფურიძემ სოფელ წიფაში ახლად რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გახსნა. სკოლამდელი დაწესებულების გახსნას წიფაში ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები, გამგებლის პირველი მოადგილე არჩილ მაღრაძე, ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
25 წელია მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ წიფის მოსახლეობა საბავშვო ბაღის მოლოდინშია.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 2016 წელს, რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით (64 894 ლარი) აშენდა, ხოლო 2017 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით (8 000 ლარი) საბავშვო ბაღი ინვენტარითა და ტექნიკით სრულად აღიჭურვა.
ახალი საბავშვო ბაღი წიფაში 25 აღსაზრდელზეა გათვლილი და იგი სამი სოფლის მოსახლეობას მოემსახურება. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში 6 ადგილობრივი დასაქმდა.
ბოლო 3 წლის განმავლობაში ხარაგაულში აშენდა 8 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 5 საბავშვო ბაღს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0