ნიკოლოზ ნათენაძემ მოლდოვას პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, ნიკოლოზ ნათენაძემ საქართველოში ვიზიტად მყოფ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
სტუმრები საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდნენ და საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ რეორგანიზაციის დეტალებს და რეფორმებს გაეცნენ. საუბარი შეეხო საკადრო საკითხთა დეპარტამენტის განვითარებას, მის რეორგანიზაციასა და სტრუქტურას.
ნიკოლოზ ნათენაძემ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის თანამშრომლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი გააცნო, რომელიც ძალაში 1 ივლისს შევიდა.
საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის განცხადებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობა ადაპტირებული უნდა იყოს ქვეყნის განვითარების არსებულ მდგომარეობასთან.
„მიმდინარე წლის ბოლომდე საბოლოოდ დარეგულირდება საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომლის მიზანია ამ სისტემის საბოლოო სრულყოფა და მისი გამართული ფუნქციონირება“, – აღნიშნა ნიკოლოზ ნათენაძემ.

Visited 165 times, 1 visit(s) today