ნიკოლოზ სამხარაძემ შვედ კოლეგასთან რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილა

19/01/2022

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ შვედეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კენეტ ფორსლუნდთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემას წარმოადგენდა ევროპაში არსებული უსაფრთხოების გარემო, ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ნატოსა და რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის და ეუთოს ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებები.

„დავინტერესდი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვედეთის პოზიციით, ჩემმა კოლეგამ მიმოიხილა შვედეთის შიდაპოლიტიკური სიტუაცია, პარტიების მიდგომა ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ასევე, მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რა დამატებით ნაბიჯებს დგამს შვედეთი საკუთარი უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მხარეებმა აგრეთვე ისაუბრეს შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. განიხილეს სავარაუდო სცენარები, რომელიც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, შესაძლოა რუსეთის მხრიდან განვითარდეს. შვედეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა საქართველოს თავდაცვითი პოტენციალით და განვითარების ტენდენციებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ რუსეთის მთავარი ამოცანა არის პოსტ-საბჭოთა სივრცეზე სრული კონტროლის დამყარება, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას დაშვებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0