ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოსახლეობას პროგრამის მნიშვნელობასა და სიახლეებზე კიდევ ერთხელ ესაუბრა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში არჩევანი დღეს მირზაანის, თავწყაროსა და ჭოეთის მოსახლეობამ გააკეთა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოსახლეობას პროგრამის მნიშვნელობასა და სიახლეებზე კიდევ ერთხელ ესაუბრა და აღნიშნულ სოფლებში არსებულ პრობლემებს გაეცნო. მერის განცხადებით, არცერთი პრობლემა უყურადღებოდ არ დარჩება და როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე სხვადასხვა პროექტების საშუალებით, ყველა მათგანი ეტაპობრივად მოგვარდება. მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი პროექტების ნუსხა კი ასეთია:
სოფელი მირზაანი: სპორტული ტრენაჟორების მონტაჟი.
თავწყაროს დასახლება: ადმინისტრაციული შენობის აშენება .
ჭოეთის დასახლება: სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა.

Visited 116 times, 1 visit(s) today